STEM

shutterstock_379502056-1024x683

საბუნებისმეტყველო მეცნიერების ხელშეწყობა და სამეცნიერო კომუნიკაცია (STEM)


ინოვაციური განათლების ფონდი სამეცნიერო განათლებას სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით ნერგავს, რომელთა შორის ლომის წილი STEM დარგების მასწავლებლების გადამზადებას უკავია. ამასთა ერთად ორგანიზაცია ახორციელებს:
• თემატური სასწავლო ტურების ორგანიზებას;
• სამეცნიერო კონკურსებზე, ფესტივალებსა და პიკნიკებზე მონაწილეობას და მათ თანა-ორგანიზებას;
• მეცნიერებისა და სკოლის თანამშრომლობის ხელშწყობას;
• თანამედროვე მეცნიერების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსთან (ISEF)
ინოვაციური განათლების ფონდმა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო კონკურსი – ლეონარდო დავინჩი ჩართო საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო კონკურსში (ISEF), რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა და ყოველწლიურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში (აშშ).