ტექნოლოგიური და ციფრული კომპეტენციების განვითარება

shutterstock_588777035-1024x731

 ტექნოლოგიური და ციფრული კომპეტენციების განვითარება


ინოვაციური განათლების ფონდი ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების დახმარებას 21-ე საუკუნის უნარების სწავლებისათვის საჭირო კომპეტენციებით აღჭურვის მიმართულებით.

საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავდნენ საბუნებისმეტყვლო მეცნიერების და ტექნოლოგიების, ასევე სამოქალაქო განათლების სწავლებას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და რესურსების გამოყენებით.

ციფრული კომპეტენციების განვითარების მიმართულებით გადამზადნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალები და სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფები.

2013 წლიდან ინტელის საგანმანაბლებლო პროგრამების ადაპტირებისა და დანერგვის მეშვეობით გადამზადნენ საჯარო სკოლების მასწავლებლები.

ინტელის საგანმანათლებლო პროგრამებიდან ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა:

  • ინტელის ძირითადი კურსი
  • ინტელის კონპიუტერული მეცნიერების კურსი მოზარდებისათვის
  • ინტელის საგანმანათლებლო ლიდერობის კურსი
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერების სწავლება და ტექნოლოგიები
  • ტექნოლოგიები და მეწარმეობა
  • ინტელის 1:1 სწავლების კურსი

ჩვენი რეგიონული ტრენერები არიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც აქტიურად ერთვებიან ციფრული კომპეტენციების განვითარების ინიციატივებში.

2018-2019 წელს ინოვაციური განათლების ფონდი, როგორც კონსორციუმის ლიდერი, ახორციელდებდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამას ერთობლივი ქმედება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები სოციალურ მედია მარკეტინგსა და საბაზო ვებ დეველოპმენტში დასავლეთ საქართველოს 5 რეგიონში. 100 ქალზე მეტი გადამზადდა აღნიშნულ ციფრულ უნარებში. მათგან 50 საუკეთესო მონაწილე განაწილდა ანაზღაურებადი სტაჟირებით 30 კომპანიაში ადგილზე, დისტანციურად თუ შერეული სამუშაო რეჟიმით. 10 მონაწილე გრძელვადიანი კონტრაქტით დასაქმდა.