ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის ტრენინგ პროგრამა
2016 წელს ინოვაციური განათლების ფონდმა გააფართოვა სამიზნე არეალი და საქართველოს რეგიონებში დანერგა ტრენინგ კურსი ახალგაზრდა მეწარმეებისათვის.
ორგანიზაცია ასევე ჩართულია სხვადასხვა ახალგაზრდულ ინოვაციურ პროგრამებში, როგორიცაა ჰაკატონები, სემინარები, ვორკშოპები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება ინოვაციების, სტარტაპების და მეწარმეობის მხარდაჭერას, ასევე რეგიონულ თანამშრომლობას და კომუნიკაციას.
„ახალგაზრდობის გაძლიერება მეწარმეობის გზით“ საპილოტე პროექტი დაინერგა აშშ-ს ფედერალური დახმარებით ინტელის კურიკულემზე დაყრდნობით.
პროექტი მხარდაჭერილი იყო საქართველოს ინოვაციური და ტექნოლოგიური სააგენტოს მიერ და წარმატებით ჩატარდა საქართველოს 9 რეგიონში კასკადური ტრენინგების მეთოდოლოგიით. ადგილობრივი ტრენერები გადამზადნენ საერთაშორისო მასტერ ტრენერის მიერ ტრენერთა ტრენინგის ღონისძიების ფარგლებში. ექპერტების აქტიური ჩართულობით 36 საათიანი კურსი ჩატარდა ქუთაისში (იმერეთი, ამროლაურში (რაჭა-ლეჩხუმი), ბათუმში (აჭარა), ახალციხეში (სამცხე-ჯავახეთი), გურჯაანში (კახეთი), გორში (შიდა ქართლი), რუსთავში (ქვემო ქართლი) და ზუგდიდში (სამეგრელო).
ინოვაციური განათლების ფონდმა ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ვორკშოპსა და კონფერენციას, რომლებიც უკავშირდებოდნენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს განათლებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლებაში, ერთობლივ ტექ-სტარტაპების განვითარებას ჰაკატონების მეშვეობით და სხვა.