ჩვენ შესახებ
ინოვაციური განათლების ფონდი
ინოვაციური განათლების ფონდი 2010 წელს დაარსდა. ორგანიზაციის მისიაა საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური განათლების განვითარების ხელშეწყობა, ასევე საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენების დანერგვა. თანამედროვე მსოფლიოში განათლების მისაღებად კლასიკურ საშუალებებთან ერთად, სულ უფრო ხშირად გამოიყენება ახალი, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული რესურსები. განათლების სფეროში ტექნოლოგიების გავრცელების პირობებში ორგანიზაციის მიზანია განათლების მიღების ახალი შესაძლებლობები შექმნას, რომლებიც ახალგაზრდებს და სხვა ბენეფიციარებს ცოდნის გაღრმავებისათვის, კარიერის შექმნისა და პიროვნული განვითარებისათვის მეტ საშუალებებს მისცემს.