პუბლიკაციები

სტატია სწავლებისთვის სასარგებლო ინტერნეტ–ინსტრუმენტებზე

საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების შემდეგ. თუ თავდაპირველად ასეთი მასალები და ინსტრუმენტები არ იყო უშუალოდ სასწავლო პროცესზე მორგებული, თანდათან, განათლების სპეციალისტების მიერ ტექნოლოგიების ათვისებასთან ერთად შეიქმნა უამრავი სასარგებლო რესურსი თუ საშუალება, რომელთა გამოყენება სწავლებაში ყველა დაინტერესებულ მასწავლებელს შეუძლია. ზოგიერთი ასეთი რესურსის ავტორი თავად მასწავლებლებია. გავეცნოთ ზოგიერთ პოპულარულ ინტერნეტ-ინსტრუმენტს.