პუბლიკაციები

საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური საგნები – მომავალი წარმატების კარიბჭე

ბოლო ათწლეულების ტექნოლოგიური პროგრესმა საბუნებისმეტყველო დისციპლინებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა შესამჩნევი გახადა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში. ფორმალური განათლების სისტემები ხშირად ვერ იძლეოდნენ სწრაფად ცვალებად გარემოში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ ცოდნას და უნარებს. ამავე დროს, მკვეთრად გაიზარდა იმ პროფესიების და სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებული არიან საბუნებისმეტყველო საგნებთან, ტექნოლოგიასა და ინჟინერიასთან. სტატიაში განხილულია საბუნებისმეტყველო საგნებისადმი (STEM) ახალგაზრდების ინტერესის და მოტივირების გაზრდის საუკეთესო მაგალითები და მიდგომები.